ქართული საინფორმაციო წყაროები გუშინ ინფორმაციას ისე ავრცელებდნენ, რომ თითქოს, საქართველომ და რუსეთმა ორმხრივად ჩაკეტეს საზღვარი და როგორც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, ისე საქართველოს მოქალაქეები რუსეთში, 16 მარტიდან ვერ შევიდოდნენ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დღეს შსს ცხელ ხაზზე დავრეკეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ თითქოს რუსეთისკენ როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარი ჩაკეტილია.
მოსკოვიდან მიღებული დაზუსტებული ცნობით, რუსეთის მთავრობას ამ მომენტისათვის არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვის შესახებ. შესაბამისად, საზღვრის ჩაკეტვას ცალმხრივი ხასიათი აქვს და იგი ქართული მხარის ინიციატივაა რუსეთის მოქალაქეების მიმართ.
ფრენები რუსეთის მიმართულებით, შემოვლითი მარშრუტებით, ჯერ-ჯერობით ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.