თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე თერაპევტი, პედაგოგი და მწვრთნელი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სწავლების შეჩერების მიუხედავად, სახელფასო ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებს.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პედაგოგებს, სწავლის აღდგენის შემდეგ, გაცდენილი საათების აღდგენა მოუწევთ.
„როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასაწავლო სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების სახელფასო დაფინანსებას. კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელედება აუტისტიტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების პედაგოგ- მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობებით, რომ კორონავირუსული ინფექციის საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ, პედაგოგ -მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. ასევე, გაგაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსაწავლეების, ასევე არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსებას,”- განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სწავლების შეჩერების მუხედავად მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის, მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება გაიცემა.
„მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზე. ჯამში საუბარია 2500 -მდე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის დაფინანსებაზე, რომლებიც 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდა ემსახურებიან. ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვა,” – განაცხადა კალაძემ.