ზოგი ჭირი მარგებელიაო ანუ უგულავაა შესაწყალებელი თუ ჩვენ?

ბელგიაში მცხოვრები თავისუფალი ჟურნალისტი ბ-ნი ომარ ხახაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის (და ზოგადად, სახელმწიფო აპარატის) ხარჯიან უცხოურ ვოიაჟებზე და საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე წერს:

“ზოგი ჭირი მარგებელიაო და კორონავირუსს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქ-მა სალომემ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა. წარმოიდგინეთ, რამდენი ფული დაიზოგა ამით! მით უმეტეს, რომ ქ-ნ პრეზიდენტს საქართველოშიც აქვს საქმე გასაკეთებელი: მაგალითად, გიგი უგულავას, ჟორიკა რურუას და სხვების „შეწყალება“. სხვებისა არ ვიცი, მაგრამ 48 მილიონის პატრონს რა აქვს მისი შესაწყალებელი?! საწყალი ის არის, ვისაც ჯიბეში ლარი არ უჭყავის”.