ექიმების და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობაა – ეკატერინე ტიკარიძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ექიმების რაოდენობასა და იმ საჭირო აღჭურვილობაზეც ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, როგორც ექიმების, ასევე სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობაა.

“ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მობილიზებული გვაქვს აღნიშნული აპარატებიც. ეს არის ეტაპობრივი გართულება, რომლისთვისაც მზაობა ყველა საავადმყოფოს აქვს. თუმცა, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება.

ამის მიუხედავად, აღვნიშნავ, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს 150 სუნთქვის აპარატი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან. მათი რაოდენობა ამ ეტაპზე საკმარისია და ისინი ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს,”- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.