მხოლოდ სიყვარული და უფლისადმი რწმენა გადაარჩენს ამ სამყაროს – ადვოკატი ინგა ბერიკაშვილი

ადვოკატი, სამოქალაქო აქტივისტი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში  იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც საქართველოდან გაქცევაში ხედავდნენ გზას, მომავლისკენ:

“აი, ის ქართველები მინდა ეხლა ვნახო და თვალებში ჩავხედო, ფუ საქართველოს, რომ წერდნენ, მეზიზღება საქართველოს და ასე შემდეგ?!
ეხლა არ გრცხვენიათ თქვენი უაზრო განცხადბების?! კიდევ კარგი ბევრნი არ ხართ ! გაგეხნებათ ტვინის უჯრედები იმედია და მიხვდებით რა დალოცვილი ქვეყნის შვილები ვართ,იმასაც მიხვდებით ყველა რატომ გვებრძვის ფარულად თუ ღიად, ჩვენს სამშობლოს “საქართველოს” ანალოგი არ ჰყავს და იმიტომ
დაბადებიდან მიყვარს ჩვენი საქართველო, მისთვის სიცოცხლეც არ მენანებოდა და არც დღეს მენანება , რადგან ზუსტად ვაცნობიერებ როგორი ქვეყნის შვილები ვართ და ვამაყობ ამით
ეს განსაცდელიც იმიტომ მოგვივლინა უფალმა ამ ცოდვილ სამყაროში , რომ ყველა მიხვდეს იმას რომ მხოლოდ სიყვარული და უფლისადმი რწმენა გადაარჩენს ამ სამყაროს და ვერანაირი მილიარდებით ვერ იყიდი ვერც მშვიდობას და ვერც ჯანმრთელობას ეს უფლის ნება თუ არ იქნება
გამოფხიზლდი სამყარო, იმდენად გათავხედდი უფალს გაუტოლე თავი…. ” – წერს ბერიკაშვილი.