კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ხელოვნური ისტერიის გავრცელების გამო, ბევრი საინტერესო ახალი ამბავი ყურადღების მიღმა რჩება. ასეთ მნიშვნელოვან ამბად უნდა ჩაითვალოს გრიგორი როდჩენკოვის გაქრობის ფაქტი.
მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვი, რომელიც რუსული დოპინგსკანდალის მთავარი მოწმე და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორია და 2016 წელს რუსეთიდან აშშ-ში გაიქცა, უკვე კარგა ხანია, საეჭვოდ არ ჩანს. ბოლოს როდჩენკოვი საზოგადოებაში ორი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც ინტერვიუ მისცა ბრიტანულ “ბი ბი სი”-ს.
თუმცა, როდესაც ვამბობთ, როდჩენკოვი გამოჩნდაო, მთლად ასეც არ არის. მაშინ ვიხილეთ ვიღაც სუბიექტი, რომელიც ნიღბით და მუქი სათვალეებით მალავდა თავის სახეს. ოფიციალურად ეს კეთდება როდჩენკოვის დასაცავად, რადგან, ამერიკელების აზრით, მის სიცოცხლეს რუსეთის მხრიდან ემუქრება საფრთხე. როდჩენკოვის საცხოვრებელი ადგილი გასაიდუმლოებულია. ასევე გასაიდუმლოებულად რჩება “ბი-ბი-სისთან” შემდგარი ინტერვიუს ადგილიც. მაგრამ მთლად გასაგები არ არის, რატომ უნდა დაემალა როდჩენკოვს სახე ინტერვიუს დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა?! უკვე მაშინ გაჩნდა პირველი ეჭები, რომ ნამდვილი როდჩენკოვი ცოცხალი აღარ არის და საქმე გვაქვს რაღაც თამაშთან.
ეს ვერსია უფრო მყარდება მას შემდეგ, რაც ორიოდე კვირის წინ გაირკვა, რომ რუსი ბიატლონისტი ქალების – ოლგა ზაიცევას, ოლგა ვილუხინასა და იანა რომანოვას წინააღმდეგ როდჩენკოვის მიერ მიცემულ წერილობით ჩვენებებზე (ე. წ. აფიდევიტებზე) ხელმოწერები არ ეკუთვნის თავად როდჩენკოვს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მტკიცებულებებს ამყარებს. ხელმოწერების სიყალბე რუსი ბიატლონისტების ადვოკატებმა ბრიტანული დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით დაამტკიცეს. რუსულ ექსპერტიზას არ ენდობიან და ამიტომ ასე მოვიქეცითო – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ყალბ ხელმოწერებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია. თურმე, კომიტეტს როდჩენკოვისგან სიტყვიერი თანხმობა მიუღია, საკუთარი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაზე. მაგრამ სოკ-ის ეს განმარტება კიდევ უფრო მეტ ეჭვებს ბადებს, რადგან იგი ტყუილია. როგორც ექსპერტები მიუთითებენ, დოკუმენტებზე არა “ფოტოშოპით” გადმოტანილი ელექტრონული ხელმოწერებია დატანილი, არამედ მესამე პირის მიერ ხელით, გრაფიკულად არის შესრულებული.
როგორც რუსი სამართალდამცავები ამტკიცებენ, როდჩენკოვის მიერ აგორებული სკანდალი, როდესაც მან ბრალი დასდო რუსეთის სპეცსამსახურებს, 2014 წლის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტების ანალიზების შეცვლაში, ყალბ ფაქტებს ემყარება. კერძოდ, როდჩენკოვი თავად შეჭრილა ანალიზების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში უცხოეთიდან – ამერიკიდან და გერმანიიდან, კომპიუტერების საშუალებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ითხოვს როდჩენკოვის დაკითხვას. რუსები თანახმანი არიან, ეს დაკითხვა დისტანციურად, ვიდეოხიდით მოხდეს, მაგრამ ამერიკელები ამაზეც უარს ამბობენ.
მაშ რა გამოდის? გამოდის ის, რომ როდჩენკოვი, რომელიც უკვე უამრავ ტყუილში იქნა “გამოჭერილი”, საშიში ხდება ამერიკელებისთვის და ბრიტანელებისთვის. მან, როგორც რუსეთის მტერმა, სავარაუდოდ, ამერიკელების მიერ დაქირავებულმა აგენტმა, თავისი საქმე უკვე შეასრულა და რუსეთისთვისი იგი საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ახლა როდჩენკოვს მხოლოდ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისთვის, მათ მიერ ინიცირებული “ვადას” გამოძიებისთვის, შეუძლია ზიანის მიყენება. 2017 წელს მორიგი დისტანციური და “ნიღბიანი” ჩვენებებით, ლოზანას სასამართლო როდჩენკოვმა ვერ დაარწმუნა რუსი ბიატლონისტების დანაშაულში, ეს ჩვენებები სასამართლომ ალოგიკურად და დაუსაბუთებლად სცნო. ამიტომაც როდჩენკოვი მალევე გააქრეს და უკვე ნიღბითაც აღარ ჩანს.
ასე სავალალოდ ამთავრებენ თავიანთ “მოღვაწეობას” ამერიკის სპეცსაპსახურებზე მიყიდული საეჭვო სუბიექტები. ნებისმიერ შემთხვევაში, როდჩენკოვი სიბრალულს იმსახურებს, ვინაიდან, ცოცხალიც რომ იყოს, მის ასეთ სიცოცხლეს ფასი საერთოდ აღარ გააჩნია – იგი ყველა მხრიდან იმყოფება საფრთხის ქვეშ.–