ევროკავშირი საქართველოსნაირ ქვეყნებში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტს კრძალავს

კვირას ევროკავშირმა შეზღუდვა დააწესა სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე არაწევრ ქვეყნებში.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ “ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც ვირუსისგან პირველ ხაზზე გვიცავენ. ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ შესაბამისი საშუალებებით: ნიღბებით, ხელთათმანებით, სპეცტანსაცმლით და სხვ.”.

ეს ნიშნავს, რომ მაგალითად საქართველო, სერბეთი და სხვა ქვეყნები, რომლებმაც ასოციაციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ ჯერ ევროკავშირის წევრები არ არიან, ვერ მოახერხებენ ამ ტიპის სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას ევროკავშირიდან. სულ ეს არის ევროპის “ასოცირება” და “სტრატეგიული პარტნიორობა”.

რაც შეეხება ევროკავშირის შიგნით, ერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოში დამცავი ეკიპირების ექსპორტის აკრძალვის თემას, ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულება უარყოფითია: “ასეთი აკრძალვები კარგი არ არის, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. დღეს იტალიას სჭირდება ეს დახმარება, ხვალ სხვას დასჭირდება” – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ევროპელების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, გასაჭირის ჟამს მინიმალურია.

გიორგი მდივანი