“ლუგარის ლაბორატორიის” დირექტორი, პაატა იმნაძე რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეობასაც ითავსებს, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძე პასუხობს – „დარჩით სახლში“.
„ამაზე შემიძლია ერთი პასუხი გავცე – ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული – „დარჩით სახლში“, – განაცხადა იმნაძემ.
იხილეთ რონ პოლის სტატია: “მთავრობებს უყვართ კრიზისები“.