ევროკომისიამ, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა კორონავირუსთან ბრძოლის მენეჯმენტის თვალსაზრისით, დაგვიანებული პოპულისტური ნაბიჯი გადადგა – წევრ-ქვეყნებს ახლაღა შესთავაზა ევროკავშირის გარე საზღვრების ჩაკეტვა.
გადაწყვეტილებას ყველა წევრი ერთხმად დათანხმდა. დღეიდან ევროკავშირში შესვლა 30 დღის მანძილზე შეიზღუდება ყველა არამოქალაქისათვის. შეზღუდვა არ გავრცელდება ევროკავშირში ხანგრძლივად მცხოვრებ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ტვირთგადაზიდვაში მონაწილე პირებზე, დიპლომატები ოჯახის წევრებითურთ, ჯანდაცვის სისტემის მუშაკებსა და სხვა გამონაკლის კატეგორიებზე.
ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი გააიოლებს ვირუსთან ბრძოლას.