კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 38-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 ადამიანი რჩება.