საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიან ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Social Network Media ავრცელებს. გამოცემა ბერძნულ ტელევიზიაში განხილულ ქართულ ჯანდაცვის სისტემასა და ეფექტიან ბრძოლის მეთოდებზე წერს.
“ნიუს ფრონტი” ონლაინ გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
„საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზია ΣΚΑΪ ΤV-ზე კორონავისურთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად სტუმარმა საქართველო დაასახელა. მისი თქმით, ქართველებს პროფესიონალი ექიმები ჰყავთ და ხელისუფლებამაც შესაბამისი ზომები დროულად მიიღო, რამაც კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტური გახადა და ვირუსის გავრცელება – კონტროლირებადი.
„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა. მათ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა” – აცხადებენ ბერძენი ჟურნალისტები.