თბილისის მერიის რაიონული ცენტრები მუშაობას დროებით აჩერებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე, მოსახლეობას აცნობა, რომ მერიის რაიონული ცენტრები დროებით ფუნქციონირებას წყვეტს, თუმცა მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს მუშაობას, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.

” ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა”- განაცხადა კახი კალაძემ.