ტელე-რადიოკომპანია “ობიექტივის” ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ცოტა ხნის წინ შემდეგი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა:
“სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზუსტად ისეთი არაადეკვატური კოლექტივი შემოიკრიბა (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), როგორიც თვითონაა. დღეს საღამოს, ჩემს პოსტზე თავს დამესხა ლომჯარიას ათამდე თანამშრომელი და მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმდენად არაკორექტულები იყვნენ, რომ დავბლოკე ბევრი მათგანი.
ამათ იმედზეა ხალხის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება? ? შეგახსენებთ, ამ აგრესიულ, უსაქმურ (ყველა არ იგულისხმება) ფეისბუქ-ბუმბერაზებს ვაფინანსებთ ჩვენ, ქართული საზოგადოება! სირცხვილია!” – წერს ილია ჩაჩიბაია.
ლომჯარიას დამქაშების ეს სკანდალური ქცევა მოჰყვა იმავე ილია ჩაჩიბაიას მიერ ცოტა ადრე გამოქვეყნებულ შენიშვნას სახალხო დამცველის მისამართით. კერძოდ, ჩაჩიბაიამ შემდეგი წინადადება დაწერა ფეისბუკზე: “სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ადამიანების კარანტინში გადაყვანა მათი უფლებების დარღვევაა (არაზუსტი ციტირება)” .