ჰიგიენის ზოგიერთი ნიუანსი, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს – “ნიუსფრონტი” გირჩევთ!

არის ზოგი ნიუანსი ჰიგიენის თვალსაზრისით, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ და, ჩვენი დაკვირვებით, არც ექიმები იძლევიან ასეთ რჩევებს, ამ კრიზისულ დღეებში. გასაგებია, რომ ხელების დაბანა ჭამის წინ, ქუჩიდან სახლში მოსვლისას, ნიღბების ტარება, ვიტამინების მიღება და ა. შ. ერთია, “ნიუსფრონტი” კი მოგცემთ რამდენიმე დამატებით რჩევას:

  • ხელები დაიბანეთ არა მხოლოდ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, არამედ შესვლამდეც; თავად საპირფარეშოში კი იდეალური სისუფთავე უნდა გქონდეთ, ნუ დაინანებთ ფულს სპეციალური ქიმიური საშუალებებისთვის;
  • სახლიდან გასვლისას, როდესაც ხელს ჰკიდებთ ფეხსაცმელს და იცვამთ მას, აუცილებლად დაიბანეთ ხელები; სახლში მოსვლისას, მაშინვე გაიხადეთ ფეხზე;
  • რეგულარულად გაამზეურეთ თქვენი საგარეო და საშინაო ტანსაცმელი, ასევე ლოგინები;
  • მამაკაცებმა შეიჭერით ან გაიპარსეთ ულვაში, ვინაიდან თმა კარგ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა მიკროორგანიზმისათვის, რასაც ცხვირის ნესტოებით შეისუნთქავთ;
  • შხაპის “ზედმეტი” მიღება ნამდვილად არ გაწყენთ;
  • იხმარეთ თხევადი საპონი ან ოჯახში ყველას გქონდეთ ინდივიდუალური საპონი, ზოგი ოჯახი არ იცავს ელემენტარულ ჰიგიენას და საერთო კბილის ჯაგრისსაც კი იყენებენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია;
  • ალკოჰოლზე, განსაკუთრებით, ძლიერ სპირტიან სასმელებზე, მთლიანად ნუ იტყვით უარს – ანტივირუსული პროფილაქტიკისთვის მცირე დოზით სპირტიანი სასმელი სასარგებლოცაა, ვინაიდან ალკოჰოლი როგორც შარდის და ნაწლავების, ისე სუნთქვის საშუალებით გამოდის ორგანიზმიდან. ეს კი ნიშნავს, რომ ფილტვებში ამ დროს საკმარისი კონცენტრაციაა ვირუსების გამანადგურებელი  ალკოჰოლისა. უცხოელი ექიმების ნაწილი ამ მხრივ განსაკუთრებით გვირჩევს ჯინს, რომელიც შეიცავს ქლოროქინს – მალარიის საწინააღმდეგო ნივთიერებას, რომელიც ასევე კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიყენება. ოღონდ გაითვალისწინეთ: ალკოჰოლის მიღება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროფილაქტიკას, ავადმყოფობისას ალკოჰოლის მიღება დამღუპველია; ასევე არ შეიძლება ალკოჰოლით “პროფილაქტიკა” თრობის მიზნით.
  • სახლის პირობებში მოახდინეთ ნაგვის დახარისხება – ნუ ჩაყრით ყველაფერს ერთ ნაგვის ურნაში. პირადი ჰიგიენის ნახმარი საგნები, მაგალითად, ქაღალდის ცხვირსახოცები, ჩაყარეთ ცალკე;
  • ჭურჭელი გარეცხეთ თბილ წყალში, შესაბამისი სარეცხი სითხეების გამოყენებით.