საქართველო რომ საფრანგეთს აჯობებს, ესე იგი, ევროკავშირში რა დონეა…

“საფრანგეთი დღეს ეპიდემიის გავრცელების მეორე ფაზიდან მესამეში გადავიდა. მეორე ფაზაში ყველა ძალისხმევა მიმართულია ეპიდემიის შეჩერებისკენ, საფრანგეთმა ეს ვერ მოახერხა და გადავედით უკვე მესამე ფაზაში, რომლის პრიორიტეტია ვუმკურნალოთ მძიმე ფორმით დაავადებულ ადამიანებს. ის პაციენტები კი, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ, დაახლოებით ინფიცირებულთა 85%, რჩება სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“.

– ამის შესახებ პარიზის სამხრეთის ქსელის საავადმყოფოს შინაგანი სნეულებების განყოფილების ექიმმა ეკატერინე ჩაკვეტაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„პირადად ვუხდი მადლობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. სამაგალითოდ გაუძღვნენ ამ სიტუაციას. მე გაოცებული ვარ, რომ ეს ვერ შეძლო საფრანგეთმა და ზოგადად, ვერც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გათვალა ის რისკი, რასაც წარმოადგენდა ახალი კორონავირუსი. წინა კორონავირუსის ეპიდემია 2002 წელს მალე შეჩერდა, იმდენად არ გავრცელდა ევროპაში, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ ძალიან დიდია განსხვავება ამ ორ ვირუსს შორის. განსაკუთრებული განსხვავება იმაშია, რომ ახალი კორონავირუსი გადამცემია ასიმპტომატურ, ანუ ნაკლებად სიმპტომატურ ფორმაში, მაშინ, როცა წინა ფორმა გადამცემი იყო სიმტომების გამოვლენიდან ერთ დღეში ან დღე-ნახევარში“ – ამბობს ქართველი ექიმი საფრანგეთიდან, სადაც ამჟამად საგანგებო სანიტარული მდგომარეობა მოქმედებს.

წაიკითხეთ ევროკავშირის უვარგისობის შესახებ:

ქართველების წარმოდგენები ევროკავშირზე თანდათან უარესობისკენ შეიცვლება“.

იტალიაში ხალხს კორონავირუსი არ ხოცავს! – ევროკავშირის მიერ დასჯილი იტალია“.