რუსმა სპეციალისტებმა ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლაში პირველ დიდ წარმატებას მიაღწიეს – მათ გაშიფრეს ვირუსის გენომი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ა. სმოროდინცევის სახელობის გრიპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა გაშიფრეს SARS-CoV-2 გენომი – სხვა, უფრო ზუსტი სიტყვებით, მის დნმ-ის მოლეკულაში დაადგინეს ნუკლეოტიდების თანმიმდევრულობა). გენომი აღებულია COVID-19-ით დაავადებული პაციენტის მასალიდან.
როგორც ა. სმოროდინცევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დიმიტრი ლიოზნოვი აღნიშნავს, SARS-CoV-2 ვირუსების გენეტიკური ანალიზი უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის და მისი გავრცელების დინამიკის გასაგებად. რუსი სწავლულების მიერ მიღებული ინფორმაცია მათ და მათ უცხოელ კოლეგებს დაეხმარება ვაქცინებისა და კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის ანტივირუსული პრეპარატების შემუშავებაში.
გენეტიკური მონაცემები გაგზავნილია მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში – EpiCoV GISAID, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და წამყვანი კვლევითი ჯგუფები იყენებენ კორონავირუსის გლობალური ევოლუციის მონიტორინგის მიზნით.