მარნეულის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადეს, რა დროსაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივი ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ ქუჩაზე სარიტუალო სუფრა იყო გაშლილი, პოლიციამ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
“პოლიციასა და ერთ-ერთ მოსახლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. ერთ-ერთი ადგილობრივი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლისკენ იწეოდა, სავარაუდოდ, დარტყმის მიზნით. აქ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს ახალი რეგულაციების და წესების შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ არ იციან რა უფლებები და მოვალეობები აქვთ,” – აღნიშნა ჟურნალისტმა ვლადიმერ ჩხიტუნიძემ.
შეგახსენებთ, მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, რის გამოც მოსახლეობის თავშეყრა აკრძალულია.