კომპანია GWP ფეხებზე იკიდებს საგანგებო მდგომარეობას!

კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ წყალი ჩაეჭრათ იმ ურჩი გადამხდელებისთვის, რომლებიც არ იხდიან გადასახადს. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც უკვე წლების დავალიანება ერიცხება. რა თქმა უნდა, ამაზე არავინ დავობს, რომ ურჩ გადამხდელებზე ხელის დაფარება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ისმის კითხვა – რატომ მაინც და მაინც იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ხომ არ არის ეს ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული?

ასევე, GWP-ის თანამშრომლებს არ აქვთ პირბადეები, ხელთათმანები და სადეზიფექციო საშუალებებზე ზედმეტია ლაპარაკი, რასაც ყველა კომპანია აკეთებს და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უფრთხილდება.

მართალია, ჟურნალისტი უნდა იცავდეს ყველა ჟურნალისტურ სტანდარტს და საკუთარი მძაფრი შეფასებებისგან თავი შეიკავოს, თუმცა, შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, გავაკეთოთ მსგავსი კატეგორიული შეფასებები და მივმართოთ მთავრობას, რათა დროულად მოახდონოს კომპანიის უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების გაფრთხილება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ფაქტი, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოში არის ისეთი ადამიანი – ეკატერინე ბერიძე, ვინც წლების წინ იყო ჟურნალისტი და აქტიურად აშუქებდა მსგავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებს, რომელსაც წესით, სხვებზე მეტი მახვილი თვალი უნდა ჰქონდეს ამ კუთხით. იმედია, ქვეყნის მთავრობა აღნიშნულ პრობლემაზე მოახდენს სწრაფ რეაგირებას, კომპანიის თანამშრომლები ნამდვილად ეკუთვნიან რისკ-ჯგუფებს, ვინაიდან, მათ აქტიური შეხება აქვთ აბონენტებთან.

წყარო:  Mediapress.ge