აშშ-ის სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი “რადიო თავისუფლება” ქართველებს ბრალს სდებს სიბნელესა და ქსენოფობიაში. კერძოდ, გამოცემა ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებში ქართველებმა ააგორეს ანტიაზერბაიჯანული კამპანია იმის გამო, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
“რადიო თავისუფლება” თავის ვებ-გვერდზე წერს:
“„ჩაცხრილეთ, დაწვით, ეგ გაუნათლებლები, ბინძურები, ცეცხლი წაუკიდეთ მარნეულს, მავთულხლართებში გაებმებიან და ისწავლიან ჭკუას, ეგ თათრები, დატოვონ საქართველო, ჩაყარონ ყველა ციხეში“, – ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ კომენტარებისა, რასაც აზერბაიჯანელების მიმართ სოცქსელში წერდნენ და პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ არა კონკრეტული პირისგან, ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ არა კონკრეტული ადამიანს, არამედ მთლიანად აზერბაიჯანულ თემს”.
ქსენოფობური შინაარსის მესიჯებს ქართულ “ფეისბუკში” ადგილი ჰქონდა, მაგრამ არა იმის გამო, როგორც ამას იტყუება “რადიო თავისუფლება”, თავისნაირი ამერიკული დაფინანსების მქონე “რადიო მარნეულის” ჟურნალისტ გიულგუნ მამედლის მოხმობით, რომ ბორჩალოელ თათრის ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა, არამედ იმის გამო, რომ მარნეულელი ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ჯიში ანუ ქართველობა შეუგინა!!
ბორჩალელი თათრის გინება კარგად ისმის შესაბამის ვიდეოზე! ისიც კარგად ჩანს თავად “რადიო თავისუფლების” გვერდზე ატვირთული ციტატებიდან, რომ ქართველი ფეისბუკ-მომხმარებლების აგრესია სწორედ ბორჩალელების უმსგავსო საქციელმა გამოიწვია!
ახლა ვიცით, “ბორჩალოელი თათრის” გამო “ნიუსფრონტს” აკიდებენ “ქსენოფობის” იარლიყს, მაგრამ მერე წავუკითხავთ ლექციას ისტორიიდან, როგორ “გაააზერეს” დროთა განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები, ბორჩალოელი თათრები!