მარნეულიდან შემოსული პროდუქტი არის თუ არა უსაფრთხო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოხმარებისთვის სავსებით უსაფრთხოა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა დღის ამბებში განაცხადა.

“არანაირი საფრთხე ამაში არ არსებობს. სოფლის მეურნეობის პროდუქციას ისედაც ყოველგვარი ეპიდემიის თუ პანდემიის გარეშე ყველა რეცხავს, ახლა იგივე უნდა გავაგრძელოთ. შეიძლება, ვინმემ ოდნავ მეტად გულიანად გარეცხოს. საფრთხე არ არსებობს, ეს მე მრავალჯერ გადავამოწმე ჯანდაცვის ექსპერტებთან”, – განაცხადა  სუბარმა.