საქართველოს საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, რომელმაც მრევლს COVID 19-ის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული წესების დაცვისკენ მოუწოდა, სამების საკათედრო ტაძარში სამზადისი დაიწყო. ტაძარში აკრავენ სპეციალურ სტიკერებს 2 მეტრიანი დაშორებით, რითაც ღვთისმსახურების დროს მლოცველთა შორის დისტანციის გაკონტროლება გახდება შესაძლებელი.
სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსის, მამა იოანეს განცხადებით, ასეთი სტიკერები ტაძრის ეზოშიც დაიკვრება, თუმცა, ამ შემთხვევაში, დისტანცია 1.5 მეტრი იქნება. მამა იოანეს თქმით, პროცესი შაბათ-კვირისთვის დასრულდება.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეთანხმებიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც. ისინი მრევლს მოუწოდებენ, შეასრულონ საპატრიარქოს რეკომენდაციები. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, პატარა ტაძრებში ღვთისმსახურებაზე დასწრება ტაძრის ეზოშიც იქნება შესაძლებელი, ხოლო დიდ ტაძრებში დისტანცია გაკონტროლდება.
“კურიერის” ინფორმაციით, ეპარქიებს საპატრიარქო დაეხმარება როგორც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, ასევე, სტიკერებით მომარაგებაში.