ტრამპი შიშობს, ამერიკაში მასობრივი თვითმკვლელობები არ დაიწყოს

ქვეყნის რეცესიაში ან დეპრესიაში მოქცევით ათასობით ადამიანი დაიღუპება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ სხვადასხვა სანიტარული შეზღუდვა ოპერატიულად არ გაუქმდება, ამას უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება.

„უამრავი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს გრიპის გამო, მაგრამ უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყნის მასობრივ რეცესიაში ან დეპრესიაში მოქცევით. ათასობით თვითმკვლელობა გვექნება. ქვეყანა სამუშაო რეჟმში უნდა გადავიყვანოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა სამუშაო რეჟიმში არ გადავა, ეს არასტაბილურობას გამოიწვევს. „არ შეიძლება მოხვიდე და თქვა, მოდით დავხუროთ აშშ, ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. არ შეიძლება წამალი დაავადებაზე უარესი გახდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

Imedinews.ge