დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლი გახსნეს

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო. შემთხვევა ახალქალაქში ცოტა ხნის  წინ მოხდა.

მოტივი ამ ეტაპზე უცნობია და შსს ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს პოლიცია.