ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელი, ლიკა ზარანდია, სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ფაქტის ამსახველ ფოტოს ურთავს:
“#ყველაზე დიდი სირცხვილი ‼️
#ყველაზე დიდი საშინელება ‼️
ძაან თუ გადადარდებთ ხალხი ესე არ უნდა შეკრიბოთ, მიდით და სახლში მიუტანეთ ყველას ‼️
ყველა მდგომარეობას, რომ იყენებთ პოლიტიკურად ‼️
თქვენი ბრალი იქნება, რამე თუ მოხდააა ‼️
თქვენ ახლა მდგომარეობას უფრო ამძიმებთ და გინდათ თქვენი შეცდომები, მერე სააბოლოდ სხვას დააბრალოთ ‼️
როცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, ახლი კორონა ვირუსისს დასამარცხლებად, ესეთი შტერები ანადგურებენ ყველაფერს ‼️” – წერს ზარანდია.
შეგახსენებთ, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა პირბადეებს, ხელთათმანებს და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებს – როგორც ლიკა კომენტარებში აკონკრეტებს, სწორედ ჰიგიენის საშუალებების დარიგებისასაა გადაღებული ამდენი ხალხი ერთად, დისტანცირების წესების დარღვევით.
როგორც “ნიუსფრონტს”აცნობეს, ამ აქციაში უშუალოდ იყო ჩართული სანდრა რულოვსი. იმედია, ეს ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შსს შესაბამის ზომებს მიიღებს ამ მომკვდინებელი ხასიათის პროვოკაციის გამო!