ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება.
„ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. მეორე პაციენტი ამერიკული კლასტერია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მიისვე თქმით, გუშინდელი დილის მონაცემებს 5 ახალი შემთხვევა დაემატა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს. „აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.