რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო “დიდი ოცეულის” (G20) ისტორიაში პირველ ონლაინ-კონფერენციაში, რომლის ფარგლებში მან ისაუბრა კორონავირუსთან საერთაშორისო ბრძოლის აუცილებლობაზე.
პრეზიდენტმა ჩამოთვალა ძირითადი მომენტები, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა გატარდეს ერთობლივი ძალებით. ესენია:
- კორონავირუსის გავრცელების გამო დაზარალებული ეკონომიკების აღორძინების საერთო გეგმის შემუშავება;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით სპეციალური ფონდის შექმნა, რომლისგანაც სესხის აღების უფლება სსფ-ის ნებისმიერ წევრს ექნება (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი სუსტი და ფასადური ეკონომიკის ქვეყნებისთვის – “ნიუსფრონტი”);
- მორატორიუმის გამოცხადება პროდუქციაზე შეზღუდვებთან დაკავშირებით და “მწვანე კორიდორების” შექმნა, რომლებიც სავაჭრო ომებისგან და სანქციებისგან იქნებიან დაცულნი;
- საერთაშორისო ინსტიტუტების რეორგანიზაცია;
- ერთობლივი კვლევების ჩატარება ვაქცინის შემუშავების მიზნით.
პუტინის მაგიდაზე სქელი წითელი საქაღალდე იდო. პრეზიდენტმა, სიტყვის წარმოთქმამდე, ეს საქაღალდე გახსნა და იქიდან ამოღებულ დოკუმენტებს გადახედა.