გაბოროტებული ამერიკა, პანდემიასთან ბრძოლის ნაცვლად, ირანს და ვენესუელას ებრძვის

როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს გადაუსწრეს კორონავირუს-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით და ამ მაჩვენებლით ისინი მსოფლიოს ნამდვილი “ლიდერები” არიან. ხელისუფლებამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ნიუ-იორკის ქუჩებში გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანა და კარვები გაშალა. მაგრამ ეს ყველაფერი როდია.

ნაცვლად იმისა, ვაშინგტონმა დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოსახლეობას, იგი თავისი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქვეყნებს ებრძვის.

ამის მაგალითია აშშ-ის მიერ  ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. სანქციებში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა რიცხვს კიდევ 5 ფიზიკური და 15 იურიდიული პირი დაემატა. აღსანიშნავია, რომ ირანი დაძაბულ ბრძოლას აწარმოებს კორონავირუსთან და თავდაპირველი სირთულეების მიუხედავად, ბოლო პერიოდში, წარმატებით ახორციელებს კიდეც ამ ბრძოლას.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა გონება დაკარგა ვენესუელაში განცდილი კრახის გამო და ახლა პრეზიდენტ მადუროს დაპატიმრებაზე ოცნებობს. მადუროს ბრალად უყენებენ საერთაშორისო ნარკოტიკულ ვაჭრობაში მონაწილეობას – რა თქმა უნდა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამერიკული სპეცსამსახურების მოგონილი ზღაპარია.

საკუთარი განგსტერული წარსულიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ამერიკელებმა 15 მილიონი დოლარი ჯილდო გამოაცხადეს ინფორმაციის მომწოდებლისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის დაპატიმრებას.