“ლუგარის” დირექტორი გადაიღალა, მას დასვენება ესაჭიროება

ბ-ნი პაატა იმნაძე ბოლო დღეებში აშკარად გადაღლილია, გაუთავებლად მარჩიელობს, ურთიერთგამომრიცხავ პროგნოზებს აკეთებს… მოკლედ, აწყინა კაცს “ნამეტანმა” ქებამ, ჩვენმა საზოგადოებამაც ზომა არ იცის – ან უნდა გალანძღოს ან გააფეტიშოს ესა თუ ის ინდივიდი.

ამჯერად, ჟურნალისტების მორიგი შემოტევისას, გადაღლილმა “პაატა ექიმმა” ეკლესია ერთ-ერთ “კლასტერად” გამოაცხადა.

” ყველა შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არის ოჯახური კლასტერები. არ იყო ოჯახებში დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგორბოში გავრცელებული ინფექცია, აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრებების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ შეკრების დრო, მათ შორის ეკლესიებშიც,”- უთქვამს პაატა იმნაძეს.

ერთი “კლასტერული კარანტინი” არც ბატონ პაატას აწყენდა – დაისვენებს და ჩვენც დაგვასვენებს თავისი გაუთავებელი პროგნოზებით. ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად: რატომ არ მოუწოდებს ბ-ნი იმნაძე ტელეჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს, დაიშალონ და მათაც დაასვენონ მოსახლეობა? ინფორმაციები ინტერნეტის საშუალებით, სახლებიდან გაავრცელონ, თორემ რა უშლის ხელს ჟურნალისტური “კლასტერის” შექმნას?