რამდენად განსხვავდება რუსეთი ჩვენგან, ბევრი პარამეტრით, სოციალური დაცულობის თვალსაზრისით კი კოსმოსური მასშტაბის სხვაობაა – ჩვენდა სამწუხაროდ!! საქართველოში მასმედიის 99% რუსოფობული, ლიბერალ-ფაშისტურია და რუსეთზე მხოლოდ ცუდ ამბებს ავრცელებს ან სულაც, დეზინფორმაციას! მაგრამ იმის შესახებ, რა დახმარება პრეზიდენტმა პუტინმა იტალიას გაუკეთა, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარ ხალხს, ხმას არ ამოიღებენ.
ვნახოთ, რა თქვა პუტინმა თავის მიმართვაში და რა სოციალურ შეღავათებს უკეთებს საკუთარ მოსახლეობას:
“რუსეთის ეკონომიკა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ეკონომიკა, განიცდის ძლიერ უარყოფით ზეწოლას ეპიდემიის შედეგების გამო. და, როგორც ვთქვი, აუცილებელია ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება.
ბავშვიანი ოჯახების დახმარების გაძლიერება
უახლოესი სამი თვის მანძილზე, უკვე აპრილიდან მოყოლებული, დავიწყებთ დამატებით 5 ათასი რუბლის გადახდას ყოველთვიურად, ყოველ 3 წლამდე ასაკის ბავშვზე.
რაც შეეხება 3-იდან 7 წლამდე ბავშვებზე დანამატის გაცემას, ნაცვლად ივლისისა, განხორციელდეს უკვე ივნისიდან.
დახმარების გაძლიერება უმუშევრებისთვის
ახლა, მოქალაქეების ზოგიერთი კატეგორიის გარდა, უმუშევრობის შეღავათის მაქსიმალური თანხა შემოიფარგლება თვეში 8 ათასი რუბლის ოდენობით. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ეს შემწეობა გაიზარდოს მინიმალური ხელფასის დონემდე, ანუ 12.130 რუბლამდე.
ფიზიკური პირების სასესხო ვალდებულებების გადავადება და სხვა შეღავათები
კიდევ ერთი რისკის ზონა არის მოქალაქეთა სასესხო ვალდებულებები. ნათელია, რომ შემოსავლის მკვეთრი შემცირებით, წინა რეჟიმში დავალიანების გადახდა რთულია ან უბრალოდ შეუძლებელია.
მე გთავაზობთ, რომ მოხდეს როგორც სამომხმარებლო, ასევე იპოთეკური სესხების მომსახურების გადავადება. ასე, თუ ადამიანი აღმოჩნდება რთულ ვითარებაში, კერძოდ: მისი ყოველთვიური შემოსავალი მკვეთრად შემცირდა 30 პროცენტით და მეტით, მას უფლება უნდა ჰქონდეს, დროებით შეაჩეროს თავისი დავალიანების მომსახურება და მოახდინოს სესხის პროლონგაცია. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მე ვთხოვ “რუსეთის ბანკს”, შექმნას მსგავსი მექანიზმი ინდივიდუალური მეწარმეებისთვის სესხების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
თუკი სესხის გადახდა ობიექტური მიზეზებით პრინციპულად შეუძლებელი ხდება, ამ შემთხვევაშიც მოქალაქე ჩიხში არ უნდა მოექცეს და არ უნდა გახდეს კრედიტორების მოთხოვნების მძევალი! ბანკროტობის პროცედურა არ უნდა იყოს უზომოდ დამამძიმებელი. ვთხოვ მთავრობასა და პარლამენტს, დააჩქარონ ნორმატიულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება
მცირე და საშუალო ბიზნესი, მიკროსაწარმოები, განსაკუთრებით, მომსახურების სფეროში, აწყდებიან ობიექტურ სირთულეებს, შეკვეთებისა და მოგების კლებას. ასეთ კომპანიებს უნდა დავეხმაროთ, რათა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და მივმართავ ყველა დამსაქმებელს – უზრუნველჰყონ შრომის ბაზარზე სტაბილობა, არ დაუშვან უმუშევრობის აფეთქება.
სახელმწიფო ბიზნესს დახმარებას აღმოუჩენს ამ ამოცანის მოგვარებაში.
პრობლემური საწარმოებისა და დარგების დახმარების მიზნით, გამოვდივარ მათი მხარდაჭერის შემდეგი წინადადებით:
მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებს გადასახადები, დღგ-ის გარდა, უნდა გადაუვადდეთ უახლოესი ექვსი თვის მანძილზე. მიკროსაწარმოები, ასეთი საგადასახადო გადავადების გარდა, მიიღებენ სოციალურ ფონდებში სადაზღვევო შენატანების გადავადებასაც.
რაც შეეხება საბანკო კრედიტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებსა და რთულ ვითარებაში ჩავარდნილ მიკროსაწარმოებსაც უნდა მიეცეთ კრედიტებზე გადავადება უახლოესი ექვსი თვის მანძილზე.
ვთხოვ მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს, გამოვიდნენ წინადადებით, მოხდეს რეალური სექტორის მდგრადი დაკრედიტება, სახელმწიფო გარანტიებისა და სუბსიდირების უზრუნველყოფით.
საწარმოები, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, უნდა დავიცვათ ბანკროტობისგან. ამიტომ უნდა დაწესდეს 6-თვიანი მორატორიუმი კრედიტორების მხრიდან კომპანიების გაბანკროტებაზე და მათგან ვალებისა და ჯარიმების ამოღებაზე განაცხადების ჩაბარებასთან დაკავშირებით.
ჩვენ დავეხმარებით ყველა სექტორს და კომპანიას, რომელიც დაზარალდა, გარდა ამისა, ვავალებ მთავრობას, აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი ვითარებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს იმ დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მცირე საწარმოებში მოქალაქეთა შემოსავლების დონე, გამოვდივარ წინადადებით, ორჯერ, 30-იდან 15 პროცენტამდე დაწეულ იქნას სადაზღვევო შენატანების მოცულობა. /…/ ეს არ იქნება მხოლოდ ანტიკრიზისული, დროებითი მოვლენა, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივაა. ამ გზით ჩვენ ვქმნით დამატებით სტიმულებს დამსაქმებლებისთვის, თავიანთ თანამშრომლებს გაუზარდონ ხელფასები“.
ეს არის პუტინის სოციალური პაკეტის ნაწილი (იხ. პუტინის მიმართვის ტექსტი მთლიანად), რომელსაც იგი განახორციელებს რუსეთში, კორონავირუსის გლობალური კრიზისის ფონზე. საინტერესოა, საქართველოს მთავრობამ როდემდე უნდა გვაყაროს თვალებში ნაცარი, რომ “გვეხმარება”?! აი დახმარება, ამას ჰქვია, რასაც პუტინი აკეთებს! თუ ეს არ შეგიძლიათ, ნუ ილანძღებით რუსეთის მისამართით და ჩვენ, თქვენგან გაუბედურებულ მოქალაქეებს, თავს ნუ გვამადლით მაინც, მთავრობა-ოპოზიციავ!