მამა შალვა კეკელია სოციალური ქსელით მრევლს მიმართავს:
„შაბათს მიცვალებულთა დღე უწევს. მრევლთან რამდენიმე თხოვნა მექნება. საკურთხის, საჭმლის მოტანა არ გინდათ. რადგან ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს.
არიან მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები და თუ თქვენი მიცვალებულისთვის სიკეთის გაკეთება გინდათ, საჭმლის მოტანა აუცილებელი არ არის, მათ დაურიგეთ.
ვისაც გინდათ, რომ ეკლესიას თანხა შეწიროთ, შეგიძლიათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნოთ. მათ ძალიან უჭირთ. ბევრი მათგანი სამსახურის გარეშე დარჩა. საშუალება არ აქვთ.
ძალიან გთხოვთ, ეს თანხა მათ გაუგზავნეთ. ლოცვა-კურთხევა აქვს ჩვენს მრევლს. ამ საკურთხის მოტანა არ გინდათ, განსაკუთრებით ამ პერიოდში. გაუნაწილეთ მეზობლებს და მათ, ვისაც უჭირს,“ – წერს მამა შალვა.