რუსეთისა და სირიის უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები, კორონავირუსული პანდემიის ფონზე, აპირებს სირიელი ბოევიკებისთვის გარკვეული საქონლის შეტანას ერ-რუქბანის ლტოლვილთა ბანაკში ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით.
“ამერიკული მხარე ცინიკურად ცდილობს, ისარგებლოს სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელებით და ზეწოლას ახდენს გაეროს ხელმძღვანელობაზე, რათა რუქბანის ლტოლვილთა ბანაკში ინფექციის დიაგნოსტიკური საშუალებების მიწოდების მოტივით შეიტანოს “ჰუმანიტარული”ტვირთი, რაც მას დაეხმარება ბოევიკების გაკონტროლებაში” – აღნიშნულია განცხადებაში.
სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუქბანის ჰუმანიტარული პრობლემები სირიის ამ ნაწილის ამერიკელთა მიერ უკანონო ოკუპაციის შედეგია.
”რუსეთი და სირია გააძლიერებენ ყველა საჭირო ზომას სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუკბანის ლტოლვილების სწრაფი გათავისუფლებისა და ევაკუაციისთვის, მათ სახლებში”, – აცხადებენ შტაბში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სირიის მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ექვსთვიანი გეგმა. გაიზარდა საკარანტინო განყოფილებების რაოდენობა, შეიქმნა 19 სამუშაო ჯგუფი ქვეყნის ყველა რეგიონში ინფექციის შემთხვევების მონიტორინგის მიზნით. დამატებითი ლაბორატორიები იქმნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად დამასკოს, ლატაკიასა და ალეპოს პროვინციებში.
გარდა ამისა, სირიის მთავრობა მზად არის, შეამოწმოს ყველა საეჭვო შემთხვევა. ლტოლვილები, რომლებიც ტოვებენ რუქბანის და დაუდასტურდებათ ინფექცია, გაივლიან ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას.
საინტერესოდ ვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში ”ბიძია სემის” მიზნები ისევ მკაფიოდ გამოიკვეთა და მაშინ როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამერიკული გლობალიზმი ისევ აგრძელებს საკუთარი საცეცების მოხვევას რეგიონში, შეუფარავად ცდილობს პანდემიის გამოყენებას და არცერთ მომენტს არ უშვებს ხელიდან, ძალადობისა და ოკუპაციის მოსახდენად.
ირაკლი ჯანყარაშვილი