სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერალურმა სამედიცინო-ბიოლოგიურმა სააგენტომ წარმოადგინა კორნავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი.
სამეცნიერო-საწარმოო ცენტრმა “ფარმზაშჩიტამ” შეიმუშავა კორონავირუს-19-ის მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით.
“პრეპარატი საშუალებას იძლევა, მაღალი შერჩევითობით მოხდეს კორონავირუსის ციტოპათიური ეფექტის ბლოკირება უჯრედების კულტურაში და აბრკოლებს მის რეპლიკაციას. მეფლოქინის იმუნოსუპრესიული მოქმედება ხელს უშლის ანთებითი პროცესის აქტივაციას, რასაც ვირუსი იწვევს. მაკროლიდური ანტიბიოტიკებისა და სინთეტიური პენიცილინების დანამატი არა მხოლოდ უშლის ხელს მეორადი ბაქტერიულ-ვირუსული სინდრომის ჩამოყალიბებას, არამედ შესაძლებელს ხდის, სისხლის პლაზმასა და ფილტვებში ამაღლდეს ანტივირუსული საშუალების კონცენტრაცია” – განაცხადა ცენტრის დირექტორმა ვერონიკა სკვოროცოვამ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეპარატით შესაძლებელია, კორონავირუს-19-ით დაავადებული სხვადასხვა სიმძიმის პაციენტის მკურნალობა. გარდა ამისა, მეფლოქინის საფუძველზე მიმდინარეობს კორონავირუსის ეფექტური და უსაფრთხო პროფილაქტიკის სქემის შემუშავება.
ეს კვლევები მალე განხილულ იქნება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და დადასტურების შემთხვევაში, ჯანდაცვა რეკომენდაციას გასცემს მის გამოყენებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სპეციალისტებმა უკვე გაშიფრეს კორონავირუს-19-ის გენეტიკური კოდი.