ლიბერალ-ფაშისტებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია: ზუგდიდში ტაძარი გაძარცვეს

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნდა. ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური.

სასულიერო პირების ცნობით, ტაძრის კარი არ იკეტებოდა, რადგან ტაძარი მშენებარეა. ეპარქიის მდივანი, დიმიტრი ვეკუა ვარაუდობს, რომ მძარცველები გალავნის კარიდან შევიდნენ ტერიტორიაზე.