“ნიუსფრონტი” ებრძვის ლიბერალ-ფაშისტურ უვიცობას, სიბნელეს, ანტიმართლმადიდებლობას, რუსოფობიას და “მიშიზმს”, სამაგიეროდ, ლიბერალ-ფაშისტები ებრძვიან “ნიუსფრონტს”. მათ კორონავირუსის კრიზისის დროსაც მოიცალეს და გამოაქვეყნეს მორიგი “გამოკვლევა” ჩვენი სააგენტოს შესახებ, ასევე გადასწვდნენ გაზეთს “საქართველო და მსოფლიო”.
მთავარი “მესიჯი”: “ნიუსფრონტი” “ეკლესიის მრევლს ეკლესიაში წასვლისკენ აქეზებს” – ასე წერია სიტყვა-სიტყვით, ამერიკულ-სოროსულ გრანტებზე მომუშავე რაღაც ორგანიზაციის ფსევდოგამოკვლევაში , რომელიც “ტაბულა ბიცოლად” წოდებულმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აიტაცა.
ამათ რომ ჰკითხო, “საბჭოთა გადმონაშთებს” ებრძვიან, არადა, თავად ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ არშემდგარი კომკავშირლები არიან – ზუსტად ის ლექსიკა, ის ანტიეკლესიურობა, ის ყალბი პათოსი, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლების “ახალგაზრდა ლენინელთა კომუნისტური კავშირის”, იმავე “კომკავშირის” წევრებს ახასიათდებდათ, დღეს დასავლეთის მიერ მართულ ლიბერალ-ფაშისტებს აქვთ თავიანთ პროპაგანდისტულ არსენალში აღებული.
ეს ფუჭი ფაფხურია მათი მხრიდან, ვინაიდან ჩვენს მხარეს სიმართლეა, ჩვენ პირდაპირ ვესაუბრებით ხალხს ხალხისთვის გასაგებ, ადამიანურ ენაზე; თუ რამე უზუსტობას დავუშვებთ, არც მაგის გვეშინია, რომ გამოვასწოროთ, მაგრამ ჩვენი დევიზია “სიმართლე და მხოლოდ სიმართლე”. სიმართლე კი ფაქტების გარეშე არ არსებობს – ჩვენც მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და არა ნეოკომკავშირელებივით ჰაერზე, დაშტამპული ფრაზებით, რომლებიც თავიანთი მდგომარეობის ტრაგიკომიკურობას ვერ ხვდებიან. მათი ერთადერთი შვებაა სოროსის მიერ გამოგზავნილი დოლარები, რაც არც თუ დიდ ხანს გაგრძელდება, “სეკვესტრი” აუცილებლად იქნება!