თურქეთის პრეზიდენტმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საერთაშორისო ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„ყველა საერთაშორისო ფრენა შწყვეტილია. თურქეთის ქალაქებს შორის გადაადგილება ადგილობრივი ხელისუფლებების ნებართვით მოხდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის განცხადებით, თითოეულ პროვინციაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ადგილზე ვითარებას გააკონტროლებს და საჭირო ზომებს მიიღებს.
ცნობისთვის, თურქეთში, გასული 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში COVID-19-ით კიდევ 2069 ადამიანი დაავადდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5698-ს აღწევს.
წყარო: report.ge