ტელესაკომუნიკაციო პროექტ „სოციალური ტელეფონიის“ (Call2Club) ფარგლებში კომპანია ESL Georgia-ს სამეცნიერო-ტექნიკური სამსახური 28 მარტიდან იწყებს ქართველ მომხმარებელთა რეგისტრაციას საერთაშორისო სატელეფონო ქსელ ESL-ში.
არსებული საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, Call2Club-ის საიტზე (www.call2.club) დარეგისტრირებულ საქართველოს მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ უფასო ზარები იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში და აშშ-ში, რისთვისაც ისინი მიიღებენ ინდივიდუალურ კოდს მოცემულ მომსახურეობაზე წვდომისათვის, რაც სმარტფონებისა და კომპიუტერების მფლობელებისათვის უზრუნველყოფს უწყვეტ ხმოვან კავშირს საზღვარგარეთ მყოფ აბონენტთან, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას წვდომა ინტერნეტთან (რაც შეუძლებელია ისეთი პოპულარული მესენჯერებისათვის, როგორიცაა Skype, WhatsApp, Viber). ჩამოთვლილი ქვეყნების ყველაზე შორეულ წერტილებშიც კი, კავშირი უზრუნველყოფილია
საკუთარი ექსკლუზიური ტექნოლოგიის მეშვეობით.
პროექტ „სოციალური ტელეფონიის“ პარტნიორები და სპონსორები უზრუნველყოფილნი იქნებიან ეფექტური ბანერული რეკლამით Call2Club საიტის მეშვეობით, ასევე აუდიო-სარეკლამო რგოლებით, რაც ტრანსლირებული იქნება ზარის წამომწყებ აბონენტთან ზუმერის ნაცვლად პასუხის მოლოდინის დროს. სპონსორებისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით დარეკეთ: 555-479800 ან გამოაგზავნეთ წერილი: intellect-group@yandex.com
სერვისის გამოყენების ინსტრუქცია:
- რესიტრაციის დასაწყებად გადავდივართ ლინკზე: http://call2club.online/a2customer/signup_service.php
- SUBSCRIBE THIS SERVICE – ღილაკზე დაჭერით გადავდივართ აქტივაციის ძირითად გვერდზე.
- მოცემულ გრაფებს ვავსებთ პირადი მონაცემებით:
- ვალუტის გრაფას ვტოვებთ უცვლელად
- გვარი
- სახელი
- ელ. ფოსტა
- ვირჩევთ საქართველოს
- ტელეფონის ნომერი შემდეგი ფორმატით: 995 და 9-ნიშნა ნომერი (+ნიშნაკის გარეშე)
- SIGNUP – ღილაკზე დაჭერით ვადასტურებთ შევსებულ ინფორმაციას.
- შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემდეგ ჩვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე იგზავნება პირადი მონაცემები, ანუ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელსაც გამოვიყენებთ ქვემოთ მოცემულ აპლიკაციაში და აქტივაციის ბმული, რომელზე გადასვლითაც სრულდება რეგისტრაციის პროცედურა.
- ანდროიდ სისტემის სმარტფონიდან Play Store აპლიკაციის დახმარებით ვიწერთ აპლიკაციას
- ZoiPer აპლიკაციის პირველივე გვერდზე ვწერთ მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომლებიც რეგისტრაციისას მივიღეთ ელ. ფოსტაზე და ვააქტიურებთ მწვანე ღილაკით – „Create an account”.
- შემდეგ ეტაპზე მოცემულ ველში ვწერთ: online და ვაჭერთ ღილაკს Next.
- შემდეგ ეტაპს ვტოვებთ ღილაკით Skip
- მომდევნო ფანჯარაში პროგრამა გაივლის ვერიფიკაციას რამოდენიმე წამით და ვასრულებთ ღილაკით
- აპლიკაცია მზადაა ზარების განსახორციელებლად. ადრესატის ნომერს ვკრებთ შემდეგი ფორმატით: ქვეყნის კოდი >> მობილური ოპერატორის კოდი >> აბონენტის ნომერი. საქართველოს შემთხვევაში, მაგ.: 995>>555>>123456 (+ნიშნაკის გარეშე).