ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ის ნიშნებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს.
მას ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმების ინპორმაციით, პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, და ახალგაზრდა ქალი COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტსაც გამორიცხავს.
“როგორც ამბობს, მუშაობს მაღაზიაში და ამიტომ მოგვმართა ჩვენ. ახლა ეპიდემიოლოგები იკვლევენ, გაიგზავნოს ნიმუში, თუ არა ლუგარის ცენტრში,”- ამბობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ინფექციონისტი ექიმი ლალი დარახველიძე.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტს, 67 წლის მამაკაცის მკურნალობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.