საქართველოში სპეციალისტები Covid-19-ით ინფიცირებულთა “მდორე პიკს” ელიან

ჩვენ დღეს გვყავს ექვსი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ისეთი, რომ უიმედო იყოს, არც ერთი არ არის, – ამის შესახებ პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობია მატება ზომიერად გაგრძელდება.

„მე მაინც მგონია, რომ ეს ტენდენცია გაგრძლედება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ზომიერად. არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, თუმცა თუ პიკი იქნება, შესაძლოა ის იყოს მართლა პიკი და შესაძლოა, იყოს მდორე პიკი, ეს იქნება სადღაც ორი- სამი კვირის მერე“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.