თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ამ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
ელჩი თურქეთის იმ ქალაქების სიას აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმი არის შემოღებული.
„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი:
რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.