6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 6 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ 6 ადა­მი­ანს კონ­ტაქ­ტი ბოლო 2 ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ჰქონ­და.

„დღეს დი­ლით მო­ნა­ცე­მე­ბით გაქვს 97 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ჩვენ გუ­შინ 1 შე­მოგ­ვე­მა­ტა, წყა­როა ინ­გლი­სი. და­ნარ­ჩე­ნი, დღეს და­მა­ტე­ბუ­ლი 6 პა­ცი­ენ­ტე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია. ის ბოლო ორი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ცით, აი, იმ ბოლო 2 შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტია ესე­ნი. მათ­გან მო­თავ­სე­ბუ­ლია 4 გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში და 2 სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში”, – გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან, სა­ერ­თო ჯამ­ში 6-ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. მი­სი­ვე თქმით, აქე­დან 4 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის.

„6 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის ძა­ლი­ან მძი­მე და მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ჩვენ­თან კი 4 მძი­მე ავად­მყო­ფი გვრჩე­ბა. 2-ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ გუ­შინ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ დას­ტა­ბი­ლურ­და. დღეს ჯერ კი­დევ თავს ვი­კა­ვებთ, ვთქვათ, რომ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ დღეს იქ­ნე­ბა მე­ო­რე დღე მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის რო­გორც სუ­ბი­ექ­ტუ­რი, ობი­ექ­ტუ­რი, ისე ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით და თუ დღე­ვან­დელ დღე­საც მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ალ­ბათ, უნდა ვე­ლო­დოთ მათი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 98-მდე გა­ი­ზარ­და. აქე­დან 18 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და.