გორში, წმინდაწყლის საგუშაგოსთან საველე ლაზარეთი მოეწყო.
იქ აჩერებენ იმ მძღოლებს, რომლებსაც მგზავრები დარღვევით გადაჰყავთ, ასევე მათ უზომავენ სიცხეს და აძლევენ შესაბამის მითითებას.
სიცხის ან საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი იქვე მოხდება ადამიანების დაყოვნება შემდეგ პროცედურამდე.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები.
რეგულაციებს მოქალაქეები ემორჩილებიან და გაგებით ხვდებიან.