“ლუგარის” დირექტორი პაატა იმნაძე ამერიკის ჯანდაცვის სისტემით იმედგაცრუებულია

ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და “ლუგარის ლაბორატორიის” დირექტორმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

„ჩემს ნათესავს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და სახლიდან ვერ გადის, რადგან ვირუსის ყველა სიმპტომი აქვს, არა თუ ტესტს უტარებს ვინმე, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და საქართველოდან ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ“, – აღნიშნა იმნაძემ.