საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
მსოფლიოში დღეს შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლის შედეგადაც გამოცხადდა პანდემია, ქვეყანაში შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა (კომენდატის საათი), შეუძლებლად მიგვაჩნია პარიტეტულ საწყისებზე, საქართველოში ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია: საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, არსებულ საკონსტიტუციო კომისიას, მოუწოდებს 2020 წლის ოქტომბრის თვეში დასანიშნი საპარლამენტო არჩევნები, გადადებული იქნას 1 წლის ვადით და ჩატარდეს 2021 წლის ოქტომბერში-ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რათა სახელმწოფო ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული ათობით მილიონი ლარი მოხმარდეს კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობისათვის კომუნალური და სასურსათო ვაუჩერების დარიგებას