“ნუ გადაცვლი ვალუტას ბანკში!” – მოქალაქეების პროტესტი გროვდება

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინიციატივა “ნუ გადაცვლი ვალუტას ბანკში!”, რომელიც მთავრობის მხრიდან სავალუტო გადამცვლელი პუნქტების თვითნებურ დახურვას ეხება.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში დაიხურა სავალუტო ჯიხურები, რომლებიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვას რიგითი მოქალაქისათვის მაქსიმალურად მისაღები კურსით აწარმოებენ და უფრო მცირე მარჟაზე მუშაობენ, ვიდრე მსხვილი ბანკები.

მოქალაქეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ შეცვალოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწოდებენ სხვა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბანკებში ვალუტის ყიდვა-გაყიდვისაგან და ამ ბოიკოტით აიძულონ ხელისუფლება, აღადგინოს კანონიერება.