საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4 995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 მოქალაქე იმყოფება.