ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე საქართველოში ფუნქციონირება შეწყვიტეს ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა. ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, რომ თბილისში დღეს უკვე დაიხურა ყველა სავალუტო გადამცვლელი პუნქტი და ვალუტის კურსის მაჩვენებელი ტაბლოები გამორთულია!
ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს კიდევ უფრო ღრმად უყოფს ხელს ჯიბეში. როგორც ცნობილია, სავალუტო გადამცვლელი ჯიხურები ვალუტით მოქალაქეებისთვის უფრო ხელსაყრელი კურსით ვაჭრობენ, ვიდრე ბანკები, რომლებიც ახლა უკვე ვალუტის გადაცვლის მონოპოლისტები ხდებიან, საბაზრო კურსსაც ისინი დაადგენენ და არა თავისუფალი ბაზარი.
სადამდე მივა ეს ვითარება, ჯერ არავინ იცის.