იტალიის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ფაბიო რამპელიმ თავის კაბინეტში ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა. პოლიტიკოსმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ევროკავშირი კორონავირუსთან ბრძოლაში არც იტალიას და არც სხვა დაზარალებულ ქვეყნებს არ ეხმარება.
რამპელიმ დროშა სამედიცინო ხელთათმანებით და ნიღბით ჩამოხსნა ფლაგშტოკიდან, მის ნაცვლად კი იტალიის დროშა აღმართა.
“იქნებ, მომავალში შევხვდეთ. იქნებ…” – ასეთი კომენტარით “გააცილა” მაღალი რანგის იტალიელმა პოლიტიკოსმა ევროკავშირის დროშა. იხილეთ ვიდეო: