“ჟურნალისტური კლასტერი” გაიხსნა? – კორონავირუსმა, შესაძლოა, “ტვ პირველში” და “მთავარ არხზე” შეაღწია

ამ საღამოს “ფეისბუკის” საშუალებით გავრცელდა ცნობა, ჩვენ კი ინფორმირებულმა წყარომ 80%-იანი ალბათობით დაგვიდასტურა, რომ “ტვ პირველის” ორ და “მთავარი არხის” კიდევ სამ თანამშრომელს (ჟურნალისტს?) Covid-19 დაუდასტურდათ.

ბუნებრივია, მათი ვინაობა არ ხმაურდება, პირადი მონაცემების დაცვის მიზეზით.

ქართველი ვირუსოლოგების გაბრაზებაც, როდესაც მათ უარი თქვეს ტელესტუდიებში ვიზიტებზე, ფაქტობრივად, საეჭვოდ დაემთხვა აღნიშნულ ცნობას.

“ნიუსფრონტი” ამ ეტაპზე ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს “ჟურნალისტური კლასტერის” გაჩენას ქვეყანაში.