ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მთავრობის მლიქვნელი “ქოცების” ჟრიამულით გაკვირვებულია და მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის “ქოცების” პირადი ყულაბა, არამედ საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით არის შევსებული, შესაბამისად, მთავრობის მიერ სახსრების განაწილება მოქალაქეების სასარგებლოდ, არ უნდა იწვევდეს “მადლობის თქმის” აუცილებლობას, მოსახლეობის მხრიდან:
“მგონი, ეს ქოცები სულ გაღმა გავიდნენ. წეღან ჩემს პოსტში მთავრობის ის გადაწყვეტილება გავაკრიტიკე, დენზე შეღავათი მხოლოდ 36-37 ლარს ვინც ხარჯავს, იმათ რომ შეეხება და უმადური ხარო, მიწერენ.
მგონი, მათ ბიუჯეტის ფული ბიძინას ფული გონიათ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ გადასახადებს ანუ ჩვენს ფულს, თუ როგორ გაანაწილებენ, ამის გამო მთავრობას მადლობები უნდა ვუხადოთ” – წერს მეტრეველი თავის პირად “ფეისბუკ”-გვერდზე.