საქართველოს მოქალაქე, გერმანიის ქალაქ ჰალბერშტატში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა შენობიდან გადმოხტა. 53 წლის მამაკაცმა 6,5 მეტრიდან ვარდნის შემდეგ მან სერიოზული დაზიანებები მიიღო.
გერმანული მედიის ცნობით, თავშესაფრის მაძიებელი, 850 მაძიებელთან ერთად, კონკრეტულად ამ პუნქტში გამოცხადებულ კარანტინში მოხვდა, მას შემდეგ რაც ერთ- ერთ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.